საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1182-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 962-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 7007 მოქალაქე იმყოფება.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.