ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3487 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 198 387 შეადგინა. გამოჯანმრთელდა 2 495 ადამიანი, შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 167 281-მდე გაიზარდა.ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 922 გახდა.