საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო ბოლო 24 საათში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და ვირუსით გარდაცვლილთა 24 შეადგინა.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 69-ით გაიზარდა და 1643-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 255 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 563 მოქალაქე.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.