საქართველოში კორონავირუსის 2 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს. ამავე მონაცემების მიხედვით, 24 საათში ჩატარდა 34 225 ტესტი და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 6.61% შეადგინა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 795 ადამიანი.