ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1337 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 191 063 შეადგინა. გამოჯანმრთელდა 3 498 ადამიანი, შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 161 681-მდე გაიზარდა.ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1839 გახდა.