საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1085-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 911-ს შეადგენს.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 12 ახალი შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. 2 არის ახალი დადასტურებული შემთხვევა გაჩიანის წყაროდან, 2 კი იმპორტირებულია.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 30 პაციენტიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა.