ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევაში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ყველა ის პირი ჩაერთვება, რომელიც მკურნალობას როგორც ბინაზე, ასევე კლინიკაში გადიოდა.
როგორც "პალიტრანიუსს" თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, კვლევა ბიუროკრატიის მოწესრიგებისთანავე, დაახლოებით 20 თებერვლის შემდეგ დაიწყება.
ცერცვაძის ინფორმაციით, თითო პაციენტის კვლევისთვის, დაახლოებით 5 დღე იქნება საჭირო.
მისივე ინფორმაციით, ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიქმნება პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო პოსკოვიდური სინდრომის მქონე მოქალაქეებს უფასოდ უმკურნალებს.