საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თებერვლიდან დღემდე სულ დარეგისტრირებულია 14 440 შემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ ინფიცირების 919 შემთხვევიდან 366 თბილისზე მოდის. მეორე ადგილზე ახალი შემთხვევების მიხედვით აჭარაა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა და 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა.