საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 298-ით გაიზარდა და 5552 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ბოლო 24 საათში ვირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა და საერთო ჯამში ამ დროისთვის ქვეყანაშ პანდემიას 31 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს მათი რიცხვი 148-ით გაიზარდა და ჯამში 2054 შეადგენს.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.