საქართველოში ქონების დაზღვევის ბაზარი იზრდება. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ბოლო სტატისტიკით, ზრდამ ერთი წლის განმავლობაში 16% შეადგინა. ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 2018 წლის 9 თვეში 64 მილიონ 770 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკით, 2018 წლის სამ კვარტალში კომპანიებმა 34 მილიონ 660 ათასი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი თითქმის 21 მილიონ 510 ათასი ლარით მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 417 მილიონ 190 ათასი ლარი შეადგინა, სექტორის აქტივების მოცულობა კი 712 მილიონ 330 ათასი ლარი იყო.