06:28
24 ოქტომბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში კიდევ ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შეიცვალა საქმიანობის სფერო
24-09-2019

საქართველოში კიდევ ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შეიცვალა საქმიანობის სფერო

ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ საქმიანობის სფერო შეიცვალა და მისი ლიკვიდაციაც შეწყდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 16 სექტემბრის ბრძანებაშია აღნიშნული.

კერძოდ, სებ-მა თანხმობა მისცა შპს (შეპესე) „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სმარტ ინვესტის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 16 ივლისის განკარგულებით მისო-ს რეგისტრაცია გაუუქმდა და მისი ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები