საქართველოში საქმიანობის სფერო კიდევ ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შეიცვალა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 13 იანვრის ბრძანების მიხედვით, შპს (შეპესე) „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიზნეს სტარტაპ კრედიტს“ თანხმობა მიეცა მიკროსაფინანსო საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 3 ოქტომბრის განკარგულებით, მისო-ს რეგისტრაცია გაუუქმდა და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.