19:14
18 ივლისი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა
18-06-2019

საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 10 ივნისის განკარგულებაშია აღნიშნული. კერძოდ, საუბარია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტ პლუს ჯორჯიაზე". განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.

მიმდინარე წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61 მისო ფუნქციონირებდა; ხოლო 15 ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში 57 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა უკვე 15-ით არის შემცირებული. კერძოდ, გასული წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 72 მისო იყო რეგისტრირებული.

AutoPlay
"იმოგზაურე ვისოლთან ერთად" - "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად, საინფორმაციო კამპანიას იწყებს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
დღეიდან კუს ტბის საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
აზიის განვითარების ბანკმა ლარით დენომინირებული ორი ახალი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
მუცო შესაძლოა, ევროპის "საზოგადოების რჩეული" და გრან-პრის მფლობელი გახდეს - რა ეტაპზეა ძეგლის რეაბილიტაცია
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
სახელმწიფო მცირე სასტუმროებს საბანკო ვალდებულებების პროცენტს დაუფინანსებს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
საქართველოში ელექტრო და ჰიბრიდული ავტომბილების იმპორტი გაიზარდა - Galt&Taggart-ის კვლევა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები