საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) იორდანიული ავიაკომპანია Air Arabia Jordan იწყებს ოპერირებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიარეისები ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებით განხორციელდება.იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ავიაკომპანია 2017 წლის 28 აპრილიდან დაიწყებს. რეისების განხორციელება ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდეა (26.10.17) დაგეგმილი.