საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები დაიწყება. "მზის გოგონები" ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ქართულ-ფრანგულ-კოპროდუქციას, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია თვენთი სტეპს პროდაქშენ მუშაობს. ახალი ფილმის გადაღებები კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება. ფილმის გადაღებები, რომელიც სექტემბრის ბოლოს დაიწყება, ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. საერთო ჯამში, გადაღებების პერიოდში 840-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.