მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება შემცირდა. "საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რძის წარმოებამ 183 მილიონ 600 ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია. ამასთან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში ხორცის წარმოება 13.8%-ით შემცირდა და 14 ათას 400 ტონა შეადგინა.რაც შეეხება კვერცხს, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, კვერცხის წარმოება იანვარი-ივნისში 4,2%-ით შემცირდა და 151 მილიონ 400 ათასი ცალი შეადგინა.