საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 17% სარგებლობს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს სულ გაცემული იყო 620 ათას 408 პოლისი, რაც 17 ათას 575-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ამავე სტატისტიკით, 2020 წელს სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 267 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა. მოზიდული პრემიის მიხედვით, ბაზრის ყველაზე დიდი წილი „ჯიპიაი ჰოლდინგზე“ მოდის. კომპანიამ 2020 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში 74 მილიონ 290 ათასი ლარი მოიზიდა და შედეგად, ბაზრის 28% დაიკავა.
ცნობისთვის, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს.