საქართველოში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა გაიხსნა. ცენტრის წარმომადგენლობა ქვეყანაში კარტოფილის მოვლა-მოყვანის ინოვაციური ტექნოპლოგიების დანერგვას და ახალი პერსპექტიული ჯიშების შემოტანას აპირებს. ორგანიზაცია მეკარტოფილეობის სექტორის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მწარმოებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაშიც დაეხმარება.