კაკლის მოსავლის აღება საქართველში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ქვეყანაში ინტენსიური ბაღების უმეტესობა შედარებით ახალია, რადგან ის მთავრობის 2014 წლის პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენდა.
East ruit-ის ექპერტებმა ქართველი მწამოებლები გამოკითხეს, თუ როგორ მიმდინარეობს სეზონი და ამასთან, რა გეგმები აქვთ სამომავლოდ. გამოკითხულთა ნაწილი, წელს პირველად მიიღებს კომერციულ მოსავალს, ნაწილი კი ჯერ ისევ მოლოდინის რეჟიმშია. შედეგად, მწარმოებლები ჯერ ისევ ბაღებზე ზრუნვის ხარჯებს იხდიან.ფერმერები რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ, რომელმაც წელს კაკლის მოსავლიანობაზე ნეგატიური გავლენა იქონია. პროდუქტი ყველაზე მეტად ამინდმა დააზარალა. კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის შესახებაც ყველა ფერმერი საუბრობს, ეს არის ტექნოლოგიური ცოდნის ნაკლებობა.
აღსანიშნავია, რომ საქართვლოში კაკლის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. მართალია, პანდემიას კაკლის წარმოებაზე გალენა არ ჰქონია, თუმცა, ფერმერები შიშობენ, რომ წელს საქართველში მოთხოვნა მაინც შემცირდება. ფერემების აზრით, 2020 წელს ადგილობრივ ბაზარზე 1 კილოგრამი კაკლის ფასი 8-9 ლარი, ხოლო შიგთავსის - 24-26 ლარი იქნება.