რეგიონის ქვეყნებს შორის, საქართველო კაკლის ყველაზე აქტიური მომხმარებელია. მეტიც, როგორც East fruit-ი წერს, ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს შიდა ბაზარზე არსებულ მოთხოვნას, რის გამოც იმპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. კერძოდ, ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში ნიგოზის იმპორტი, თითქმის 3-ჯერ გაიზარდა და უკვე 5 მილიონ 61 ათას ამერიკული დოლარი შეადგინა.ადგილობრივი ფერმერები აცხადებენ, რომ მომდევნო რამდენიმე წელში ეს სურათი შესაძლოა, სრულად შეიცვალოს და ქვეყნის მიერ წარმოებული კაკლის მოცულობამ, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. შპს (შეპესე) „პადემის“ დამფუძნებლის შეფასებით, 2021-2022 წლებში საქართველო უკვე შეძლებს ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც თავის მხრივ ფასების დარეგულირებაზეც იქონიებს გავლენას. მისივე ინფორმაციით, ამჟამად ბაზარზე იმპორტირებული კაკლის საბითუმო ფასი 14 ლარიდან 20 ლარამდე მერყეობს.