საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბრენდის მაღაზიები თბილისის მოლებში მაისში გაიხსნება. ჯამში, საუბარია, 3 მაღაზიაზე.
აქამდე Kiko Milano-ს პროდუქცია საქართველოში, რამდენიმე გაყიდვის წერტილზე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა შეზღუდული ასორტიმენტით.
ცნობისთვის, Kiko Milano 1997 წელს, ბერგამოს პროვინციაში დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო პერკასია. Kiko Milano მაღაზიების ქსელებით ამ დროისთვის 42 ქვეყანაშია წარმოდგენილი.