საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 მილიარდ 65 მილიონ 300 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია.
აქედან ექსპორტი 2 მილიარდ 102 მილიონ 200 ათასი დოლარი. ხოლო იმპორტი 4 მილიარდ 963 მილიონ 100 ათას დოლარს შეადგენს. 2019 წლის იანვარ-ივლისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2 მილიარდ 860 მილიონ 900 ათასი დოლარი შეადგინა.