საქართველოში ღვინის ჩაის წარმოება იწყება.პროდუქტი ბაზარზე ნოემბრის ბოლოდან გამოჩნდება. ღვინის ჩაი ღვინის წარმოების პროცესში მიღებული ნივთიერებების გადამუშავების შედეგად მიიღება. ანალოგიური პროდუქტი არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც არ არის. პროექტის ერთ-ერთი ავტორის გიორგი ბუკიას თქმით, ჩაის პირველ ეტაპზე 2-3 სახეობის ენდემური ჯიშის ყურძნის - საფერავისა და ხვანჭკარას წარმოების შედეგად დაამზადებენ. შესაბამისად, ბაზარზეც 2-3 სახეობის არომატის ღვინის ჩაი გამოჩნდება. საწყის ეტყაპზე ღვინის ჩაი ერთჯერადი პაკეტების სახით გაიყიდება, მოგვიანებით კი დასაყენებელი ჩაიც გამოვა. პროექტმა პროგრამა სტარტაპ საქართველოს ფარგლებში 100 ათას ლარიანი დაფინანსება მიიღო.