წყალბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ციკლის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები A შესარჩევ ჯგუფში მოხვდა, რომლის მატჩებიც თბილისში გაიმართება. ჯგუფში გერმანია და შვეიცარია არიან. ფინალურ ეტაპზე სამი ნაკრებიდან ორი გადის. ევროპის ჩემპიონატი 2020 წლის იანვარში ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც 16 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატის შედარებით ადრე დაწყების მიზეზი ის არის, რომ 2020 წელს ზაფხულში ოლიმპიადა და საკვალიფიკაციო ტურნირი უნდა გიამართოს. ფინალური ეტაპის 8 მონაწილე ცნობილია, დანარჩენი 8 ადგილისთვის 13 ნაკრები იბრძოლებს.A ჯგუფის თამაშები თბილისში 11-13 ოქტომბერს გაიმართება.