08:40
23 იანვარი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში გასაქირავებელი ბინების რაოდენობა შემცირდა?! - რამდენი ადამიანი იხდის ბიუჯეტში იჯარის 5%-ს
06-12-2019

ბიუჯეტში ფიზიკური პირის მიერ ბინის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი შემცირდა. შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში გადასახადების გადამხდელი ფიზიკური პირების რაოდენობამ მთელ საქართველოში 4 ათას 340 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 55%-ით ნაკლებია. კერძოდ, 2018 წლის 9 თვეში ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავლიდან 5%-იანი გადასახადი ბიუჯეტში 9 ათას 573-მა ადამიანმა გადაიხადა.

გადასახადის გადამხდელთა რაოდენობის კლების ფონზე, შემცირდა ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 9 თვეში ბიუჯეტში 33 მილიონ 167 ათას 448 ლარი შევიდა, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში კი მხოლოდ 9 მილიონ 286 ათას 910  ლარი.

ცნობისთვის, ფიზიკური პირის მიერ ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება.

AutoPlay
თიბისიმ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზია მიიღო
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
2019 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი საქონელი ექსპორტზე აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში გავიდა - „საქსტატი“
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები - 2014 წლის შემდეგ ქართული თხილი ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
2019 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ბანკების წმინდა მოგება 48 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდა
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
გაერო: მსოფლიოში 500 მლნ ადამიანი შესრულებული სამუშაოს შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებს
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები