პირველად საქართველოში, "დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების" საერთაშორისო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამ მიზნით, საქართველოს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრაზე განიხილეს განახლებადი ენერგიის ქსელში ინტეგრაცია, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების ტემპები საქართველოში და მათი დაბალანსების საშუალებები. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განახლებადი ენერგიის წყაროების მნიშვნელობაზე და მათი ათვისების გზებზე.განახლებადი, ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება უკვე ქტიურად არის დაწყებული საქართველოშიც. ენერგეტიკოსები განახლებადი ენერგიის წყაროების მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ენერგეტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემას უკავშირდება. მათივე თქმით, ყველა ქვეყანა იბრძვის და გზებს ეძებს, რომ მისი ენერგეტიკული უსაფრთხოება დაცული იყოს. ამ მხრივ კი დიდი როლის შესრლება,განახლებადი ენერგიის წყაროებს შეუძლია.