საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 154 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7 პროცენტით მეტია. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.2 პროცენტი იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ამასთან, 2019 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 19 მილიონ 200 ათასი დოლარი გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.6%-ით მეტია.