სექტემბრის ბოლოს საქართველოში ფისტის ექსპერიმენტული პლანტაციიდან პირველ მოსავალს აიღებენ. დედოფლისწაყაროს მუნიციპალიტეტში, ტარიბანის 47 ჰექტარ ფართობზე მოყვანილი მოსავლის ზომა 20-22 მილიმეტრი იქნება, რაც ახალი ნერგებისთვის კარგი შედეგია. ამის შესახებ EastFruit-ს ფერმერმა ბესო თევდორაძემ განუცხადა.
მან თავის პარტნიორებთან ერთად, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ფისტის პლანტაცია 2018 წელს მოაშენა. მთლიანი ფართობის მესამედი ირანიდან შემოტანილი სხვადასხვა ჯიშის ფისტით არის დამყნობილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, რომელსაც EastFruit-ი ავრცელებს, საქართველოში პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 300 ჰექტრამდე ფისტის ბაღი გაშენდა. ინვესტიციების მოცულობა 3 მილიონ 700 ათას ლარს, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება მილიონ 300 ათას ლარზე მეტს შეადგენს. შეღავათიანი სასოფლო-სამეურნეო კრედიტის მოცულობა კი 2 მილიონ 900 ათას ლარს აღემატება.