01:20
27 სექტემბერი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში ფასების ზრდის ტემპი უკანასკნელი 10 წლის მაქსიმუმზეა
13-09-2021

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ფასების დონის ზრდის ტემპი ისევ მაღალია. ამის ნათელი დადასტურებაა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც,  მიმდინარე წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 12.8% შეადგინა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ფასების ზრდის ტემპი საქართველოში უკანასკნელი 10 წლის მაქსიმუმზეა.ეროვნული ბანკის მიზანი კი არის ინფლაციის მიზნობრივ, 3%-იან ნიშნულზე დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ინსტიტუტი უკვე წლებია რაც ინფლაციის მოთკვას ვერ ახერხებს.
აქვე ხაზი უნდა გაესვას ერთ მნიშვნელოვან გარემოებასაც, კერძოდ მოცემული 12.8%-ია მაჩვენებელი უბრალოდ საშუალო შეწონილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელ რიგ სასაქონლე ჯგუფებზე ფასები გაცილებით მაღალი ტემპით იზრდება, მათ შორის, ამ ერთი წლის განმავლობაში სურსათზე ფასები საშუალოდ 16.2%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანსპორტის ჯგუფში 22.5%-ით. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ძირითად მოხმარების პროდუქტები უძვირდება.
ეროვნული ბანკი ფასების ასეთ კატასტროფულ ზრდას გარე შოკებსა და ნედლეულის საერთაშორისო მასშტაბით გაძვირებას უკავშირებს, თუმცა განსხვავებული შეხედულება აქვთ ექსპერტებს, მათი თქმით ინფლაციის ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება ნედლეულზე ფასების ზრდაც იყოს, თუმცა მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ ეკონომიკაში ფულის გაზრდილი მასაა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები