ბოლო 2 თვის განმავლობაში, საქართველოში, ფასების საერთო დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მთავრობის მიერ გამოყოფილი სუბსიდიის მიუხედავად, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ფასები მაინც გაიზარდა. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტიივა ჭყონია ფასების ზრდის მთავარ მიზეზად ლარის კურსს ასახელებს. მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, დამატებითი ხარჯები მნიშვნელოვნად გაეზარდათ მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიებს, ასევე რითეილ სექტორს, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია პროდუქციის თვითღირებულებაზე.
შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით შაქრის ფასი 10%-ით გაიზარდა. ასევე გაიზარდა ხმელი ლობიოს ფასი 8.2%-ით. წიწიბურა გაძვირდა 7%-ით. მაკარონი და მაკარონის ნაწარმი 6%-ით გაძვირდა. ხორბალსა და ხორბლის ფქვილზე ფასის ზრდამ 5%-ს მიაღწია. ბრინჯი კი 4-ნახევარი %-ით არის გაძვირებული.