საქართველოში ესტონეთის ელჩის რიინა კალიურანდის განცხადებით, ქართული საზოგადოება მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ შესაძლოა, უკრაინამ უფრო მეტი მიიღოს, ვიდრე საქართველომ და მოლდოვამ. როგორც ელჩი პალიტრანიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, უკრაინა განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო საქართველოსა და მოლდოვის გაწევრიანება 1 და ორი წლის პერსპექტივა არ არის. დიპლომატმა ვრცელ ინტერვიუში რუსეთიდან მომავალ საფრთხეებთან ერთად საქართველოში ბოლო დროის გახმაურებულ სასამართლო საქმეებზეც ისაუბრა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარაიას პროცესებზე. კალიურანდი არ ფიქრობს რომ ერთი რომელიმე სამართლებრივი შემთხვევა გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა, მისი თქმით, გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს სასამართლოს რეფორმა და მისი დამოუკიდებლობა.