საქართველოში მიმოქცევაში 6 მილიონ 794 ათას 856 საკრედიტო და სადებეტო ბარათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ერთ მოქალაქეზე საშუალოდ 1,82 საბანკო ბარათი მოდის.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში საქართველოში მიმოქცევაში იყო 524 ათას 735 ერთეული საკრედიტო ბარათი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,5%-ით ნაკლებია. 2019 წლის აგვისტოში მიმოქცევაში 659 ათას 945 საკრედიტო ბარათი ფიქსირდებოდა.
საანგარიშო პერიოდში გაიზარდა სადებეტო ბარათების რაოდენობა. 2020 წლის აგვისტოში მიმოქცევაში იყო 6 მილიონ 270 ათას 121 სადებეტო ბარათი, ეს კი 140 ათას 375 ერთეულით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.