ბრიტანული ტელეგრაფის რეიტინგში, რომელიც ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე ტურისტების რაოდენობას განსაზღვრავს, საქართველო 37-ე პოზიციას იკავებს. რეიტინგის თანახმად, საქართველოში ერთ ადგილობრივ მოსახლეზე 1,5 ტურისტი მოდის. რეიტინგი დაანგარიშების მექანიზმი მარტივია - ტურისტების წლიური რაოდენობა მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე იყოფა.
რეიტინგის ლიდერია ანდორა, ჩინეთის ავტონომიური ერთეული მაკაო, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები მოსდევს.