საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 0.4 პროცენტით შემცირდა და 11 მილიარდ 531 მილიონ 200 ათასი კილოვატსაათი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ელექტროენერგიის შემცირება ძირითადად ნაკლები წყალმოდინებით იყო განპირობებული.ამასთან, გასულ წელს მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 11 მილიარდ 208 მილიონ 500 ათასი კილოვატსაათი შეადგინა, რაც 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს 6,9 პროცენტით აღემატება. მიზეზებს რაც შეეხება, "საქსტატის" ცნობით, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ძირითადად წარმოების მოცულობის გაფართოებით, მომსახურების დარგებსა და შინამეურნეობებში აღნიშნულ ენერგორესურსზე მოთხოვნის ზრდით იყო განპირობებული.