საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით საქართველოში ელექტრო და ჰიბრიდული ავტომბილების იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, 2016 წელს ჰიბრიდული ავტომობილების წილი მთლიან განბაჟებებში მხოლოდ 6% -ი იყო, ხოლო 2018 წელს 40%-მდე მოიმატა.
რაც შეეხება ელექტრომობილებს, თუ 2014-2016 წლებში საქართველოში მხოლოდ 100 -მდე ელექტრომობილი შემოდიოდა 2017-2018 წელებში ჯამურად 1200-მდე ელექტრო ავტომობილი დარეგისტრირდა. Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი ჰიბრიდული და ელექტროავტომობილების იმპორტის ზრდის მიზეზად, სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო შეღავათების დაწესებასა და საწვავზე აქციზის გადასახადის მატებას ასახელებს. საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2010 - 2018 წლებში ავტობიზნესის წლიური ბრუნვა 14,8%-ით გაიზარდა და 2018 წელს 2 მილიარდ 600 მილიონი ლარი შეადგინა.