2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 271 საავადმყოფო, 16 ათასი საწოლთა ფონდით. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2 ათას 283 შეადგინა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 12 ათას 260 ათასს გაუტოლდა, რაც 6.7 პროცენტით მეტია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
„საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31 ათას 400 ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3 ათას 995 ერთეულით ანუ 14.6 პროცენტით აღემატება. დასაქმებული საექთნო პერსონალის რიცხოვნობა კი 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით 0.4 პროცენტით გაიზარდა და 18 ათას 75 კაცი შეადგინა.