მთავრობის დადგენილებით 2019 წლის 1 იანვრიდან დიზელის საწვავის ხარისხთან დაკავშირებული მოთხოვნები მკაცრდება. კერძოდ, ამ ტიპის საწვავის შემადგენლობაში გოგირდის დასაშვები ოდენობა უნდა შემცირდეს და დიზელზე ევრო 4-ის სტანდარტები დაწესდეს. ნავთობიმპორტიორთა კავშირი აცხადებენ, რომ ქვეყანაში დიზელის საწვავის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად ავტოპარკიც უნდა განახლდეს. ვანო მთვრალაშვიოლის განცხადებით მხოლოდ საწვავის ხარისხის დაკმაყოფილება საკმარისი არ არის, რადგან ქვეყანაში არსებული სატვირთო ტრანსპორტის უმრავლესობას ევრო 4ის სტანდარტის საწვავი არც სჭირდება.
ჯითი გრუპის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოში ძირითადად მეორადი ჩინური სატვირთო ტრანსპორტი შემოდის. ლევან გოგსაძის განმარტებით, ავტოპარკის ძირითადი ნაწილი მოძველებულია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.საქართველოში დიზელის ტიპის საწვავის იმპორტი აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან ხორციელდება.