სტარტაპი "G-დრონი" საქართველოში დრონების წარმოების დაწყებას გეგმავს. საუბარია, როგორც მცირე ზომის, ისე დიდ, პროფესიონალურ და სამოყვარულო დრონებზე. როგორც "G-დრონის" ერთ-ერთი დამფუძნებელი უჩა აბაშიძე აცხადებს, ქართული წარმოების დრონების ნაწილების შექმნა საქართველოსა და ჩინეთში განხორციელდება, თუმცა მათი საბოლოო ვარიანტი საქართველოში დამზადდება.
სტარტაპერები წარმოებას თებერვლიდან იწყებენ და პროდუქციაც სწორედ ამ პერიოდიდან ჩაეშვება გაყიდვაში. "G-დრონის" ჯგუფი მაღაზიისა და საკვირაო სკოლის გახნასაც გეგმავს, სადაც დრონის მართვის სწავლება იქნება შესაძლებელი.