საქართველოში დევიდ ლინჩის სახელობის უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც ცნობილია ამერიკელი რეჟისორის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტმა გიგა აგლაძემ განაცხადა, ლინჩის ფონდს აქვს იმის რესურსი, რომ მისი სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნას.ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და დამოუკიდებელი კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი დევიდ ლინჩი საქართველოს 18 ნოემბერს 4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვია.საქართველოში მისი ვიზიტი დაკავშირებულია ლინჩის ფონდის კავკასიის ფილიალის საქმიანობასთან, რომელიც 2017 წლის ივლისში თბილისში ჩამოყალიბდა და საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს.