04:39
26 თებერვალი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა
02-12-2019

საქართველოში დაზღვეული ავტომანქანების რაოდენობა 16,2%-ით გაიზარდა. კერძოდ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 1-ლი 9 თვის მდგომარეობით, ავტომანქანის დაზღვევის 92 ათას 917 პოლისია გაცემული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12 ათას 957 პოლისით მეტია.

ამავე სტატისტიკით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში, ავტოდაზღვევიდან მოზიდული პრემია სულ 84 მილიონ 380 ათას ლარს შეადგენდა.

ამასთან, პრემიის 26% ანუ 21 მილიონ 700 ათასი ლარი - ,,თიბისი დაზღვევაზე“ მოდის, 20% ანუ 16 მილიონ 750 ათასი ლარი - „ალდაგზე”, 17% ანუ 14 მილიონ 870 ათასი  ლარი ,,ჯი პი აი ჰოლდინგზე”,  5%-5% “არდისა“ და „ირაოზე“, 27% კი ყველა დანარჩენ სადაზღვევო კომპანიაზე ნაწილდება.

AutoPlay
"100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" - ნათია თურნავამ ბიზნეს სექტორს ახალი საინვესტიციო პროექტი გააცნო
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
როგორ გამოიყურება ფოლადისგან დამზადებული იახტა, რომელიც 12 მილიონი ღირს
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
იტალიის კიდევ ერთი ქალაქი ახალმოსახლეებს ელოდება - რა შეღავათებს დაუწესებს ხელისუფლება მობინადრეებს
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
Saudi Aramco ქვეყნის უმსხვილესი გაზის საბადოს დამუშავებას იწყებს
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
თბილისის მერია "ყვითელი მიკროავტობუსების" ჩანაცვლებას იწყებს
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვით 359 მლნ ლარზე მეტი მიიღეს
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები