საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის საექსტრადიციო პატიმრობაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. შეფარდის ადვოკატ, მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, ბრალდებულს ბრიტანეთის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს და ის დამნაშავედ ცნეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში. ადვოკატის განმარტებითვე, შეფერდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი, ის საქართველოში იმყოფებოდა. როგორც კუბლაშვილი განმარტავს, როცა უბედური შემთხვევა მოხდა და ნავი ამოტრიალდა, საჭესთან შეფერდი არ მჯდარა და ამის მოწმეც ჰყავს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავეს. 1987 წელს დაბადებულ ჯეკ შეფარდი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.