საქართველოში დაკავებულ ბრიტანეთის მოქალაქეს, ჯეკ შეფერდს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქლქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯეკ შეფარდი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.