საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა.დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი კახეთის რეგიონში იმ დაბრუნებულ მიგრანტებს შეხვდა, რომლებსაც სახელმწიფომ პროექტები დაუფინანსა.12-წლიანი, არალეგალური, ემიგრაციიდან დაბრუნებულმა ქეთევან მიშიძემ, რეინტეგრაციის პროგრამის დახმარებით, ხის სადურგლოსათვის საჭირო იარაღები შეიძინა და დღეს, მეუღლესთან ერთად, საოჯახო ბიზნესი აქვს. "საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის" ფარგლებში, კახეთის რეგიონში, ჯამში, 28 პროექტი დაფინანსდა.