საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსი 0.61-ს შეადგენს, რაც გულისხმობს, რომ დღეს საქართველოში დაბადებული ბავშვები თავისი პოტენციალის რეალიზებას მხოლოდ 61%-ით მოახერხებენ“,- ამის შესახებ ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი. PMCG-ის მონაცემებით, განათლების დონის შეფასებისას, ადამიანური კაპიტალის ინდექსი ყურადღებას აქცევს ჩარიცხვის მაჩვენებლებს, ისევე როგორც სწავლის ხარისხს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ინდექსი ქვეყნის ეკონომიკაში პროდუქტიულობის იმ დანაკარგებს წარმოაჩენს, რომელიც განათლებისა და ჯანდაცვის პრობლემებით არის განპირობებული.ამასთან, კვლევაში განმარტებულია, რომ აღნიშნული პრობლემები შესაძლოა, უფრო დიდი იყოს დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მქონე ჯგუფებში, სადაც ჯანდაცვის და განათლების კუთხით არსებული ხარვეზები ხელს უშლის ადამიანების პოტენციალის რეალიზებას.