საქართველოში ჩინური ნივრის იმპორტი 353,5%-ით გაიზარდა. თუ 2019 წელს საქართველომ ჩინეთიდან 351 ათას 600 დოლარის ნიორი იყიდა, 2020 წელს ჩინური ნივრის იმპორტი მილიონ 592 ათას დოლარამდე გაზარდა. ამასთან, 2020 წელს ქვეყანამ თითქმის ორჯერ მეტი პროდუქტი შეიძინა, ვიდრე 2019 წელს.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველომ ათას 437 ტონა 824 ათას 260 დოლარის ნივრის იმპორტი განახორციელა, ხოლო 2020 წელს 2 ათას 845 ტონის მილიონ 687 ათას დოლარის, საიდანაც 94,3% ჩინეთზე მოდის.
ამის პარალელურად, ჩინეთი მსოფლიო ბაზარზე ნივრის მონოპოლისტი გახდა. როგორც East fruit წერს, ქვეყანამ 2020 წელს ექსპორტის მიმართულებით საკუთარი რეკორდი განაახლა.
East fruit-ის ანალიტიკოსების თქმით, ჩინეთმა 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ექსპორტი ერთბაშად 28%-ით გაზარდა. შედეგად, ქვეყანამ ერთ წელში ექსპორტზე 2 მილიონ ტონაზე მეტი პროდუქტი გაიტანა.