საქართველოში "ბრიტანული განათლების რეგიონალური სივრცე" გაიხსნა, რომელშიც საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემები უმაღლესი განათლების მიმართულებით ერთობლივ საუნივერსიტეტო პროექტებს განახორციელებენ. "ბრიტანული განათლების რეგიონალური სივრცის" შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველოში ხელმისაწვდომი გახადოს ბრიტანული განათლების მიღება. რეგიონალური სივრცე დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ოფიციალურად გახსნეს. "ბრიტანული განათლების რეგიონალურ სივრცის" საბაკალავრო პროგრამებზე მოხვედრა შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებით.