საქართველოში ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებენ. აღნიშნულის შესახებ მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს მთავარ კითხვას, თუ რამდენი დანა გამოიყენეს დაჭრის დროს.