მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა თავისი ნეგატივი ასახა ჩვენს ეკონომიკაზე. მისი თქმით, მთავრობა მუშაობს ინიციატივებისა და მხარდაჭერის პაკეტზე, რომელიც მოახდენს მნიშვნელოვანი გამოწვევების მინიმიზაციას. მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებმა ქართული ეკონომიკა და ქართული ტურიზმი ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით დააზარალა.