საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირებულტა რაოდენობა ერთ დღე-ღამეში 3 ათასს აცდა და 3120 შეადგინა.
რაც შეეხება გამოჯანმრტელებულებს - ვირუსი 52169 პირმა დაამარცხა მათგან 2358-ი კოვიდ 19-ისგან ბოლო 24 საატში განიკურნა.
ვირუსს კიდევ 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო ციფრი 599 შეადგენს. კარანტინის რეჟიმში - 2506 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4918 ხოლო კოვიდ სასტუმროში მყოფის რაოდენობა - 3311-ს შეადგენს.