საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 974-ს. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 636 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238 737-მდე.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევაა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 022 პირი ემსხვერპლა.